მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » ანეგდოტები
22:50
ანეგდოტები

* * *
- ჩემ ქმარს ისევ ამოუვარდა ყბა მთქნარებისას.
- ასეთს რას უყვებოდი?!


* * *
- მამი, გახსოომს, რო მეუნებოდი, ას ლარ გაჩუქებ მეოთხე კლასში თუ გადახვალოო?
- მაგაი რა დამავიწყებს, ჯო!
- ჰოოდა, ენდე! ასი ლარიც დაგეზოდებააა...


* * *
- ძვირფასო, შენთვის რაღაც მინდოდა მეთქვა... როგორ გადამავიწყდა... აჰა! ბავშვი მივიყვანე საბავშვო ბაღში... არა, ეს არა... ა, ჰო! პური და მაწონიც ვიყიდე... არა, არა! არც ეს... ვაახ, კაცო... ბავშვი... ნუ, ეს უკვე გითხარი... ხო! ააჰა!.. გამახსენდა! რას გამიმწარე მთელი ცხოვრება, შე უნამუსო, შე გათახსირებულო, შენ!!!...


* * *
ნარკოლოგიურში:
- თახვო, რატომ გაქვს, ჩემი დედა ვატირე, ასეთი ქათქათა კბილები?
- მე თახვი კი არა, ექიმი ფსიქიატრი ვარ.

* * *
რესტორანში ოფიციანტს:
- ქათამს როგორ ამზადებთ?
- როგორ, ძმაო და დაკვლის წინ მივალთ რამოდენიმე ახლობელი, ჩამოვუჯდებით, ვიბაზრებთ, ანეკდოტებს მოვუყვებით, ხასიათზე მოვიყვანთ და მერე შევაპარებთ ნელ-ნელა, რომ შეემზადოს დასაკლავად.

* * *
სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს:
- ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ: „ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა..."
- ეს ცხონებული თინა მასწავლებელია... - გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ.


* * *
დგას ინსპექტორი პოსტზე და ბუზებს იგერიებს. ერთი ბუზი ეუბნება:
- არ მომკლა და სამ სურვილს შეგისრულებო.
მოსთხოვა ინსპექტორმა ზღვაზე ანტალიაში დასვენება, ქალები, ბოლოს დაფიქრდა და ეუბნება ბუზს:
- მოდი, ერთიც ისეთი სამუშაო მიშოვე, არაფერს ვაკეთებდე და ფული კი მოდიოდეს ჩეჩქივით.
ჰოდა, შეუსრულა ბუზმა სურვილი: ისევ პოსტზე დგას.


* * *
ორი გოჭი საუბრობს:
- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
- ეჰ... კოსმონავტი...
- მერე, რას ოხრავ?
- აბა, ტიუბიკში ჩავეტევი მე???

* * *
მოხუცი დედა ურეკავს შვილს:
- ჩვენს კარადაში ქურდია, წუხელ შემოიპარა სახლში და რაღაც, ხმაურმა შემაწუხა.
- მერე, დილამდე რას უცდიდი, ვერ დამირეკე?
- ამისთვის აღარ გაგაღვიძე. კარადის კარი ჩავჭედე ლურსმნებით, დავწექი და დავიძინე.


* * *
- აკეთეეე რამე, შვილო ბუხოია, დღეს სკოლააში?
- დედა დავხააატე.
- რავა ყ’ველდღე დედაშენს ხატამ, შე უპატრონო, მეტს აფერს გაკეთებიებენ ის ჩემანალაებიიი?!!
- რა ვიიცი! შამევიდა კუკურიე მასტალებელი და გვითხრა რომე
„აპა ბაღნებო! ყველეიმ ხატეთ ახლა თქვენი დედა...!

* * *
ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს:
- ვაიმე, ნატუკა, მუშაობას ვიწყებ ჯანმრთელობის სამინისტროში.
- ვაიმე, დავეცი! შენ იქ რა უნდა აკეთო?
- რა და წესრიგი უნდა დავამყარო.
- ვაიმეე! რა მაგარია! რა თანამდებობაზე დაგნიშნეეეს?
- დამლაგებლაად...

* * *
საავადმყოფოში კომისიას ელიან. არის ერთი ვაი უშველებელი. გარბიან და გამორბიან ექთნები და ექიმები. ექთანმა შეიხედა დისტროფიკების პალატაში. ხედავს, ფანჯრის რაფაზე პიჟამა არის გადაკიდებული. აიღო და საწოლზე დააგდო. მეორედ შეიხედა, პიჟამა ისევ ფანჯრის რაფაზე დევს. ისევ გადმოაგდო საწოლზე. მესამე შემოხედვაზეც რომ ფანჯრის რაფაზე ნახა, გამოაღო ფანჯარა და პირდაპირ ფანჯრიდან გადაუძახა. ერთ-ერთმა დისტროფიკმა ჩაილაპარაკა:
- საწყალი გოგა, რა კარგი ბიჭი იყო, როგორ უყვარდა ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპება და იქედან ცქერა!..

* * *
- ადამიანის მეგობარი ძაღლი კი არ უნდა იყოს, კორეელი უნდა იყოს, შე კაცო! არ შემჭამა ამ გასატყავებელმა კინაღამ?

* * *
- ალო! თბილგაზის საავარიოა? დილას აქეთია, შვილო, გაზქურა ჩართული მაქვს და არ ინთება ეს ოხერი.
- ასანთი თუ გაუკარი, ბებო, ასანთი?
- უიმე, სულ გამოვჩერჩეტდი! ახლავე ავანთებ...

* * *
სოფლის მჭედელი ეუბნება მოწაფეს:
- ონისევ! ახლა ცეცხლიდან გავარვარებულ ნალს ამოვიღებ და თავს როგორც კი დაგიქნევ, მაშინვე ურო გამოაქანე.
ასე უეცრად გახდა ახალბედა მოწაფე სოფლის მჭედელი.

* * *
- ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მოკეტე მერქვა.

* * *

- მაგარი გენიოსი ვარ ძმაო!..
- რა იყო, ონისე, რა გააკეთე ასეთი?!
- „ლეგო" ვიყიდე მაღაზიაში და ორ თვეში ავაწყვე.
- თუ ძმა ხარ!..
- რა იყო!.. ყუთზე ეწერა სამიდან ხუთ წლამდეო!..

* * *
ცოლი ეჩიჩინება ქმარს:
- ასე ძვირიან წიგნებს რომ ყიდულობ, კაცო, ნამეტანი პრიალა ფურცლები აქვს და ტუალეტში მოსახმარად ძალიან მოუხერხებელია.

* * *
სასამართლოში გამოდის მოწმე:
- ბრალდებულმა გამოიტანა ნაჯახი და ჩასცხო თავში დაზარალებულს... არადა, ამ გოთვერანს წინა დღით ვთხოვე ნაჯახი მათხოვეთქო. მიპასუხა არა მაქვსო.

* * *
- ბაბუ, მაგ ბოთლში გემის მოდელი გინდა ააწყო?
- მოდელი კი არა, შვილო, აღარაფერი აღარ მინდა! ხელი ამომაღებინა ამ ბოთლიდან და...

* * *
პროქტოლოგის კაბინეტში პაციენტი ათვალიერებს კედლებზე გაკრულ დიპლომებს.
- ვაიმე, ექიმო, ეს რა მაგარია! ეს დიპლომი რაში მოგცეს?
- ეს... საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე ბუასილის გადანერგვაში.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 872 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: