მთავარი » 2012 » აპრილი » 18 » anegdotebi SVANEBZE
16:11
anegdotebi SVANEBZE
სვანი ვეფხისტყაოსანს ზეპირად ისწავლის და ხელზე ჯვარს დაისვავს არ დამავიწყდესო

X X X
სვანი სახლში ახალ ავეჯს დგავდა ძველს კი ფანჯრიდან ჰყრიდა. მეზობელი ეუბნება:
- ვინმეს არ დაეცეს, სანამ გადააგდებ დაიყვირე მაინც.
სვანმა უპასუხა:
- მე რა მაქვს საყვირელი. ვისაც დაეცემა იმან იყვიროს.

X X X
სამი სვანი სადგურიდან ახლად დაძრულ მატარებელს მისდევს. ორი შეახტება, ერთი ვერ დაეწევა, დგას და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:
- რა გაცინებს?
- ის ორი მე მაცილებდა!

X X X
სვანი იჩხუბებს მამამისთან და წავა სახლიდან. რამოდენიმე თვეში მოსდის წერილი,გახსნის და ცარიელი ფურცელია. მამა:-კიდე არ მელაპარაკება ეს შობელძაღლი

X X X
სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
_ ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია, შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული.

X X X 
სამი სვანი დამალობანას თამაშობდა… სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

X X X 
სვანი ინტერნეტში შევა და ანტივირუსი მოკლავს. 

X X X  
სვანს ოპერაციას გაუკეთებენ თავზე, ქალას ახდიან, შიგ ძაფია გაბმული: "ამ ძაფს აქ რა უნდა?!” გაიფიქრებს ექიმი და გადაჭრის. სვანს ყურები დასცვივდება. 

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 5601 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 1.9/79
სულ კომენტარები: 1

рома

(25.12.2014 00:08) | 0  
Исе рааа.
 -------------Комментарий-----------
სახელი *:
Email *:
კოდი *: