მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » :D:D:D:D
22:51
:D:D:D:D

* * *
ექიმთან მიღებაზე:
- გისმენთ, ჩემო კარგო, რა გაწუხებთ?
- ექიმო, ამ ბოლო დროს შევამჩნიე, თითქოს ყველა იგნორირებას მიკეთებს...
- შემდეგი!..

* * *
ელექტროსაქონლის მაღაზიაში:
- უთო გაქვთ?
- რომელი ფირმის ან როგორი გნებავთ, ტეფლონის თუ ლითონის, ძლიერი თუ სუსტი, რეგულიატორით თუ ...
- ყველაზე მტკივნეული რომელია?

* * *
მკერდში მოგიჭირა? სახსრები გტკივა? უძილობამ შეგაწუხა? დაწერე რა, ჩვენება!!!

* * *
გამომძიებელთან დაკითხვაზე:
- საიდან, შე ახვარო, ეს ამდენი სიმდიდრე! ხალხის ფულით გამდიდრდი, არა?!!
- სად აქ, ბიჭო, ხალხს მაგდენი ფული...

* * *
ექიმმა შეიხედა პალატაში:
- აბა, ხვალიდან შვებულებაში გავდივარ! ნახვამდის, ნახვამდის! შალიკიე, მშვიდობით, ჩემო კარგო, მშვიდობით!


* * *
რა სისულელეა მანქანებს რომ აწერენ „გამრეცხე". თუ გინდათ მართლა გარეცხონ, დააწერეთ „ძაღლებოო!!!".

* * *
ცოლი ეკითხება ქმარს:
- რა ქენი, ჟორაიე, იყავი ექიმთან?
- კი ვიყავი... ოკულისტმა მითხრა, ერთ სამ დღეს გოუძელი რამეფრათო.
- ოკუილისტთან რაი გინდოდა, შე სასიკვტილე, ფეხმტკივან კაცს!..
- ფეხი კი მტკივა, ჩემო ჟენია, მარა, ისთე მტკივა ეს ოხერი, თვალები გადმომცვივა საცა არის.

* * *
სკოლის ექიმთან მივიდა გოგონა:
- ექიმო, სკოლის გახსენებაზე ამ დილით გული ამერია და ნეტა ფეხმძიმედ ხომ არა ვარ? ისედაც, გუშინ მთელი დღე მიშიკო ისეთი თვალით მიყურებდა...

* * *

ექიმი სინჯავს ავადმყოფს:
- თავის ტკივილები როდის დაგეწყოთ?
- დაბადებიდან მტკივა, ექიმო.
- მანამდე არ შეგიმჩნევიათ?..

* * *
ექიმი პაციენტს:
- თქვენი მაქსიმალური წონა რამდენი იყო?
- შარშან ასე, ას კილომდე ვიწონიდი. წელს კი ავედი ასოც კილომდე.
- მდაა... მინიმალური რამდენი იყო?
- სამი კილო და რვაასი გრამი.

* * *
წარმოგიდგენია? გუშინ მანიაკი დამესხა თავს!
- სექსუალური?!
- ნუ, როგორ გითხრა, არც ისე.

* * *
ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგთან:
- ექიმო, ანესთეზიას უფასოდ ვერ გამიკეთებთ?
- კი, ჩემო კარგო, უფასოდ დაგაძინებთ, მაგრამ გაღვიძებაში კი უნდა ავიღო ფული.

* * *
ქუჩაში დაიკარგა გოგონა. დაეძებს მშობლებს ბრბოში და ტირის:
- დედაა! მამაა! დაიკოო!.. ბიძია, სიგარეტს მიმიკიდეთ.

* * *
ჩვეულებრივი დეზოდორანტი ტანსაცმელზე თეთრ ლაქებს ტოვებს. მხოლოდ ჩვენი დეზოდორანტი ტოვებს ფერად-ფერად ლაქებს.

* * *

- კაცოუ, გავგიჟდები რაღა! გუშინ მაროი გამიხდა ავადა. დღეს კიდენა ი ჩემანალაი, დედამისი არ მამადგა სახლში, ჩემ შვილ უნდა მოვუაროვო, ჯო!!!

* * *
პოლიციაში მივიდა მოქალაქე და განაცხადა:
- ან დამაპატიმრეთ, ან სიდედრი შემომაკვდება!
- თუ ძმა ხარ ჩემიც მიაყოლე შენსას და სასჯელს დავაკლებინებ - შეეხვეწა პოლიციის უფროსი.
წავიდა კაცი პროკურორთან:
- თუ არ დამაპატიმრებთ, სიდედრი შემომაკვდება იცოდეთ!!
- ა, ბიჭო, კაცი! ჩემიც გააგორე კაცურად და მინიმალურ სროკს მოვაცემინებ.
ბოლოს და ბოლოს მოკლა ამ კაცმა სამი სიდედრი. საასამართლომ სამი სიდედრის მოკვლისათვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
- ბარემ ჩემიც მიგეყოლებინა, შე დალოცვილო და საერთოდ არაფერს არ მოგისჯიდი - ჩაილაპარაკა მოსამართლემ.

* * *
- კარგი გამოგონებაა ეს უსაფრთხოების ქამრები. ადრე ინსპექტორი რომ გამაჩერებდა, გამოაღებდა თუ არა კარს, მაშინვე ბუხ... და ძირს ვვარდებოდი. ახლა, როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო, ქამრით ვარ მიბმული სიდენიაზე ვაჟკაცურად...
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 869 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: