მთავარი » 2012 » ივნისი » 8 » განაჩენი საკუთარ თავს BaRaKuDa[P]vIrUsA
16:57
განაჩენი საკუთარ თავს BaRaKuDa[P]vIrUsA
დღეს ისე მძულხარ!.. მაგ მღვრიე მზერას,
მსურს, რომ ვუწოდო მზერა თავხედის,
მიხვალ სარკესთან, მე ამის მჯერა,
შეგეშინდება სულში ჩახედვის.

დღეს ისე მძულხარ!.. წელი ამდენი
ქარს გაატანე და გსურს დაფარო,
აღარ ხარ ვიცი ცოდვის ჩამდენი,
ბედდაწყევლილო და ბედსაბრალო.

რა გაგიჭირდა, ფოლადის ტყვია,
ან დასამარხად ოთხი ფიცარი?..
და თვითმკვლელობას არცოდვა ჰქვია,
თუკი, დარჩები დაუვიწყარი!..

და გსურს, დამთავრდეს ეს ტრაგედია,
შენთვის სამოთხის კარი დახურეს,
ფიქრობ, რომ მიწა ჯოჯოხეთია,
რადგან სინანულს არ იმსახურებ.

ტვინს ბარათს მისწერ მაგიურ კალმით,
გულზე დაიბნევ სისხლისფერ მიხაკს,
მერე სამყარო მოკვდება წამით,
როცა ცოდვებით უფალთან მიხვალ.

თუ შეგრჩა გვამი დაულეწავი,
შეეწირები მღვრიე ამინდებს,
შენ ვერ დარჩები მარად ზეცაში,
დაუსაბამოდ უნდა წახვიდე!

დაუსაბამოდ უნდა იარო,
უნდა ათრიო მძიმე ცოდვები,
იმდენხანს უნდა იხეტიალო,
სანამ უფალს არ შეეცოდები.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 997 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: