მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » მხოლოდ რიცხვებია ... მეტი არაფერი !
20:42
მხოლოდ რიცხვებია ... მეტი არაფერი !
მამაკაცთა საშუალო სიმაღლე 1.77 სმ-ია, ქალები დაახლოებით 12 სანტიმეტრით დაბლები ვართ 
თეძოს გარშემოწერილობა ქალებში დაახლოებით 1, 00 მეტრია, რაც მამაკაცების საშუალო მაჩვენებელს 8 სანტიმეტრით უსწრებს.
საშუალო აგებულების მამაკაცი 78 კილოგრამს იწონის, ქალი-13 კილოგრამით ნაკლებს. (მაგრამ ხშირად 78 კგ-ს ხშირად აჭარბებენ )
თურმე ქალებს 78%-ით მეტი აქვთ დაბრმავების პერსპექტივა.
მამაკაცები 2.7 ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავტომოობილო ავარიებში და ამის მერეც ჩვენ გვაბრალებენ, ცუდი მძღოლები ხართო. (არ იციან რა ტარება მამაკაცებმა ქალებზე უკეთესად ) 
მამრები 4-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან დაავადებებით, რომლებიც მოწევასთანაა კავშირში.
ქალებს 3-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ შაკიკი, ვიდრე კაცებს.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქალები უფრო მეტად იღუპებიან გულის შეტევიდან 1 წელიწადის განმავლობაში.
იუნესკოს მონაცემებით, განათლების დაბალი დონის მქონე 781 მილიონი ადამიანიდან 64% ქალია. ( )
103 500 000 ბავშვიდან, რომლებიც არ დადიან სკოლაში, 57% გოგონაა. (იმედია მალე ასე აღარ იქნება )
მსოფლიოს პარლამენტების მანდატების 84%-ს მამაკაცები ფლობენ.
მამაკაცები 4-ჯერ უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტგაცნობის საიტებს, ასე რომ ქმარი თუ სახლშია და კომპიუტერს უზის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არავისთან გღალატობს. 
მიუხედავად იმისა, რომ ტელეწამყვანთა 58% ქალია, ეთერში თემების მხოლოდ 21% ეთმობა ქალებისთვის საინტერესო საკითხებს. 
მიუხედავად იმისა, რომ უსახლკაროთა 70 % კაცია, ქალ უსახლკაროებს 76 % -თ უფრო მეტად უმართლებთ თავშესაფრის პოვნაში, როცა მამაკაცების შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 68%-ია.
ქალის ორგანიზმში უფრო ნაკლები წყალია, ვიდრე მამაკაცისაში. საშუალო ასაკის ქალის ორგანიზმი შეიცავს 52% წყალს, იგივე ასაკის და წონის მამაკაცი კი 61 %-ს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მამაკაცის ორგანიზმში ალკოჰოლი უფრო მალე განზავდება, ვიდრე ქალის ორგანიზმში. შედეგად ჩვენ, ქალები უფრო მეტად და დიდი ხნითაც ვთვრებით. ( დიდი ამბავი )
კომპიუტერი, რომელიც მამრის მფლობელობაშია, 21%-ით უფრო მეტად ზარალდება ვირუსებისაგან. ( მე პირიქით მეგონაა)
მამაკაცები ქალებზე ჭკვიანები არიან. მათი IQ ჩვენსას საშუალოდ 5 ერთეულით აღემატებაო, გვეუბნება სტატისტიკა, მაგრამ მე პირადად არ მჯერა. 
ნებრასკის შტატის უნივერსიტეტის კვლევით კოლეჯის სტუდენტ მამკაცთაგან 45, 2 % -ს აწუხებს ზედმეტი წონა, ქალებში ეს მაჩვენებელი 13, 9 %-ია. ამის მიუხედავად, ქალების 57,4%-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ დასაკლები ზედმეტი წონა, მამაკაცებში კი ეს მხოლოდ 28,6-მა პროცენტმა "აღიარა”. (აღიარებით ბევრად სჯობიან ქალები ) 
კაცები 3-ჯერ უფრო ხშირად იკლავენ თავს, ვიდრე ქალები. (რატო ნეტა ? )
კაცებს 2-ჯერ უფრო ხშირად ასულელებენ ინტერნეტით, ვიდრე ქალებს. ( ჰა ჰა ჰა )
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 844 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: