მთავარი » 2012 » აპრილი » 13 » სამეგრელო (ქ.ფოთი)
22:18
სამეგრელო (ქ.ფოთი)

ფოთი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქი გაიზარდა და სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობების დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდია, გ.ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა დაწესებულება. ქალაქი არის ფოთის ეპარქიის ცენტრი.აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, გემთმშენებლობის (ამჟამად გაჩერებულია), გემთშემკეთებელი (ამჟამად გაჩერებულია), კვების მრეწველობის საწარმოები.
XXI-ს ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ რეგიონად მიიჩნევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. იგი მდებარეობს ტრასეკას კორიდორზე და წარმოადგენს კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის ედიდეს სეგმენტს. ფოთს ევროპა-აზიის კორიდორში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. 2008 წლის 15 აპრილს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია გაიმართა. თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნა საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ახალი ტალღაა - განაცხადა პრეზიდენტმა. ამ დღეს ოქროს საწყისი ეწოდა. ფოთის განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. საერთაშორისო გადაზიდვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს, ფოთი-ილიჩევსკი-ვარნა, რომელიც ფოთს უკრაინის ბულგარეთისთურქეთისრუმინეთისრუსეთის პორტებს აკავშირებს.
ქალაქი ფოთი ზღვის დონიდან საშუალოდ 0.8-2 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ფოთისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. ქალაქის ტერიტორიის მიწები განეკუთვნება ქვიშა და ქვიშნარ ნიადაგებს. დაბალი ჰიფსომეტრიული დონე, ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან განაპირობებს დაჭაობების პროცესს. განსაკუთრებით იქ, სადაც ნიადაგის ზედაპირის დონე ზღვის დონეზე დაბალია. ხდება მისი ხელოვნურად ამაღლება. მაგალითად: ხელოვნურად ამაღლებულია 9 აპრილის ხეივანი და რიონის ხიდთან კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი. ფოთი და მისი შემოგარენი მელიორაციულ - ეკოლოგიური თვალთახედვით რთული რეგიონია. ეს სირთულე მისი კლიმატური პირობებითა და რელიეფური ფაქტორებითაა განპირობებული.
კატეგორია: სამეგრელოს შესახებ | ნანახია: 1168 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: