მთავარი » 2012 » აპრილი » 17 » სტატუსებიი <33
21:41
სტატუსებიი <33
უბრალოდ სასაცილოა რამდენს განვიცდით და სიტყვას არ ვამბობთ,
ბოლო ხმაზე ვყვირით, მაგრამ არავის შეუძლია გაგება...

შეიძლება არ ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ძლიერი, მაგრამ ხომ ვარ
ის, რაც ვარ და არ ვცდილობ ვიყო ის, ვინც არ დავბადებულვარ.

ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც იწყებ ფიქრს, როგორ აპირებდი სამუდამოდ
გვერდში გყოლოდა ადამიანი, რომელთანაც ახლა აღარაფერი გაკავშირებს, გარდა
რამდენიმე მოგონებისა...

არ მოვიტყუები: მენატრება ჩვენი დიალოგები, შესაძლებლობა იმისა, რომ ყველაფერი
მომეყოლა შენთვის და რწმენა რომ მუდამ ჩემს გვერდში იქნებოდი...

ადამიანებს იმის კი არ ეშინიათ, რომ თქვან: "მე შენ მიყვარხარ",
არამედ იმის თუ რა პასუხს მიიღებენ...

ჩემმა საუკეთესო მეგობარმა იცის, რომ არ ვარ უნაკლო, მაგრამ მაინც ისე მიმიღო,
როგორც უნაკლო და სწორედ ამიტომ არის ის ჩემი საუკეთესო მეგობარი.

საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც არ განსჯის შენს ცუდ საქციელს...
ამას ხომ ისედაც უამრავი ადამიანი გააკეთებს შენს გარშემო.

არასდროს დაიწყო შენი საქციელების ახსნა... მეგობრები ისედაც დარწმუნებულები
არიან შენში, ხოლო მტრები მაინც არ დაგიჯერებენ.

არსებობს მიზეზი, თუ რატომ უახლოვდები ადამიანებს: ან სწორედ მათ უნდა
შეცვალონ შენი ცხოვრება, ან შენ თავად ხარ ის, ვინც გააკეთებს ამას მათთვის.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ როდესაც თავს ცუდად გრძნობ, შენ ხარ თუნდაც
ერთი ადამიანის ღიმილის მიზეზი.

ყველაზე საშინელი გრძნობაა, როდესაც ვიღაც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს,
მოულოდნელად დაგტოვებს და შენ გიწევს მოიქცე ისე, თითქოს არ განაღვლებს.

არავითარი საიდუმლოებები არ ჭირდება წარმატების მიღწევას: ის შედეგია
მომზადებისა, დაუზოგავად მუშაობისა და დაცემის შემდეგ წამოდგომისა.

გამოიყენე ღიმილი რომ შეცვალო სამყარო და არ მისცე მას უფლება შეცვალოს შენი ღიმილი.

სიმართლე გითხრათ, სულაც არ მინდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ კარგს დაინახავს
ჩემში... არამედ მინდა ადამიანი, რომელიც ცუდსაც დაინახავს, თუმცა მაინც
მოუნდება ჩემს გვერდში ყოფნა.

მიყვარს ჩემი საუკეთესო მეგობარი მიუხედავად იმისა თუ რისი გამოვლა გვიწევს
ერთად და რამდენს ვკამათობთ, რადგან დარწმუნებული ვარ ბოლოს ის მაინც
ჩემს გვერდში იქნება.

ზოგჯერ უნდა შეეგუო, რომ რამდენიმე ადამიანი ყოველთვის დარჩება შენს
გულში მიუხედავად იმისა არის თუ არა ის შენს გვერდში ამ წამს.

ალბათ რამდენიმე წამი რომ მოვრჩენილიყავით წუწუნსა და ტირილს, მივხვდებოდით
რამდენი ადამიანი არსებობს მსოფლიოს გარშემო, რომელსაც გაცილებით უარესი
ცხოვრება აქვს, მაგრამ მაინც ახერხებს ძლიერად დარჩენას.

მიყვარხარ და მეზიზღები. იცი როგორ ვარ? მინდა გადაგაგდო კლდიდან
და შემდეგ გავიქცე კლდის ქვეშ, რათა დაგიჭირო.

იმ მომენტიდან, როდესაც საკუთარი თავის სხვებისთვის შედარებას დაიწყებ,
მიხვდები როგორ გეკარგება ნელ-ნელა თავდაჯერებულობა.

თქვენ იცით ჩემი სახელი, მაგრამ არა ისტორია. თქვენ იცით რა გავაკეთე, მაგრამ
არა ის, თუ რა გამოვიარე. ამიტომ დაფიქრდით, სანამ განმსჯით.

იყავი ბედნიერი, რადგან შენს ბავშვობაში ტიროდი არა იმიტომ, რომ დაშორდი
შეყვარებულს არამედ იმიტომ, რომ შენი თოჯინა ავად იყო.

არ დახარჯოთ დრო სხვაზე შთაბეჭდილების მოსახდენად. აკეთეთ ის რაც
გიყვართ, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ!

ყველაზე კარგი მეგობრები ისინი არიან, რომლებსაც უყვარდი მაშინ,
როდესაც თითქმის არავისთვის იყავი მოსაწონი.

იყავი მადლობელი იმისი, რაც გაქვს იმის მაგივრად რომ იყო მოწყენილი
იმისთვის, რაც არ გაქვს.

იყო ბედნიერი - შენი არჩევანია და არ გადადო ის ხვალისთვის.

პატივი ეცით მას, ვისაც შეუძლია თქვენში სამი რაღაცის დანახვა: ტკივილის თქვენს
ღიმილს მიღმა, სიყვარულის თქვენს ბრაზს მიღმა და აზრის თქვენი სიჩუმის მიღმა.

ნდობა ყველაზე ადვილად იკარგება და ყველაზე რთულად ღდგება.

არასდროს შეგიძლია გაიგო როგორ ტკივა სხვას, სანამ ამ ტკივილს საკუთარ თავზე არ გამოცდი.

ცხოვრება მთავრდება მაშინ, როდესაც წყვეტ ოცნებას.
ნანახია: 837 | დაამატა: xachela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: