მთავარი » 2012 » ივნისი » 18 » წიგნი კომპიუტერის ეპოქაში
14:02
წიგნი კომპიუტერის ეპოქაში
ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
წიგნის როლი საზოგადოებაში ძალიან დიდია,მიუხედავად იმისა,რომ არსებობს ქვეყნები სადაც უწიგნურობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.ვერ ვიტყოდი რომ ეს საკითხი საქართველოს არ ეხება. ახალგაზრდების უწიგნურობა არ ნიშნავს რომ საქართველო გაუნათლებლობის მორევშია ჩაძირული.პირიქით დღევანდელ დღეს უფრო მეტადაა დაფასებული განათლება და მის გარეშე ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახურის დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. წიგნს დიდი როლი აკისრია ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში. ყველა ადამიანმა ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა იკითხოს, რადგან ისინი წიგნის მეშვეობით სწავლობენ ეროვნულ სულისკვეთებას , კულტურას, გმირობას. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ , რაც მეტჯერ წაიკითხავ, მით მეტს პოულობ მასში, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ. როცა წიგნი შენს გვერდით დევს, რომც არ გიყვარდეს კითხვა, ხელი მაინც დაგცდება მისკენ და ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ცოდნისკენ.რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები აღარ ინტერესდებიან წიგნებით, არ უყვართ კითხვა. ისინი მთელ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებენ და წიგნისკენ გახედვაც არ უნდათ... არადა, იყო დრო, როდესაც წიგნი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო. იყო დრო, როდესაც ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა დღესასწაული გახლდათ. მერე კი... მერე წიგნისადმი ინტერესი განელდა. თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა...
ბავშვი კითხვას მაგალითით სწავლობს. თუ უფროსებს წიგნით ხელში ხედავს, არ შეიძლება თვითონაც არ დაინტერესდეს; არ შეიძლება, ადრე თუ გვიან, წიგნი არ გადმოიღოს და არ გადაშალოს მტკიცე გადაწყვეტილებით–აღმოაჩინოს ის საიდუმლო, რომელიც უფროსების თვალებში ისადგურებს კითხვის დროს. 
კითხვის სიყვარული ყველა ბავშვში არსებობს და ეს ადრეულ ასაკშივე ვლინდება. იმ დროს, როცა ბავშვს წარმოდგენაც არ აქვს წიგნის რაობაზე.წიგნი ყველას უნდა უყვარდეს. განსაკუთრებით, ახლგაზრდა თაობას, რადგან წიგნი არის ცოდნის მიღების და სულიერების ამაღლების ერთადერთი საშუალება. წიგნთან ურთიერთობა აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ წიგნი შეცვალა კომპიუტერმა, რომ წიგნმა კომპიუტერის ეპოქაში დაკარგა თავისი აქტუალობა. ინტერნეტში გახსნიან საიტს და მზა პროდუქცია ეძლევათ, რაც უკარგავს ადამიანებს შემოქმედებით უნარს.
მე-15–მე-17 საუკუნეებიდან დღემდე სტამბამ, ანუ პოლიგრაფიამ არაერთხელ მიიღო სახეცვლილება. დღეს მაღალი ტექნოლოგიების წყალობით წიგნების გამოცემა, ტირაჟირება ისე გაიოლდა, რომ შეიძლება ერთ დღეში რამოდენიმე ათასი წიგნი გამოიცეს, რაც ძალზე სასიხარულოა; თუმცა ამ მიღწევებთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. წიგნებს აღარ ჰყავს მკითხველი. წიგნები ელექტრონული ვერსიებით შეიცვალა. ჩვენ არ ვართ ამ განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ვთვლით, რომ ტექნიკის განვითარება არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ წიგნმა თავისი ადგილი დაკარგოს ადამიანების ცხოვრებაში.. რომ წიგნს აღარ ჰყავდეს მკითხველი. ჩვენს ცხოვრებაში წიგნს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სათანადო ადგილი.წიგნი ერთადერთი და შეუცვლელია..
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 979 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: